ტორტი „ჭრელა"
მასალა:
ბისკვიტი:
პურის ფქვილი 2 ჭიქა
შაქარი 2 ჭიქა
კვერცხი 4ც.
კარაქი 200გრ.
არაჟანი 1,5 ჭიქა
სოდა 2 ჩ/კ.
ძმარი 1 ს/კ.
კაკაო 3–4 ს/კ.
კრემი:
პურის ფქვილი 3 ს/კ.
რძე 0,5ლ.
შაქარი 1 ჭიქა
კარაქი 200გრ.
ვანილი გემოვნებით.
მინანქარი (გლაზური):
რძე 3 ს/კ.
შაქარი 3 ს/კ.
კაკაო 3 ს/კ.
კარაქი 50გრ.
ვანილი გემოვნებით.
დასანამი:
I ვარიანტი: 1 ჭიქა ტკბილი ჩაი+1 ს/კ კონიაკი.
II ვარიანტი: 1 ჭიქა ნებისნიერი ხილის წვენი+1 ს/კ კონიაკი.
მარწყვის ან ალუბლის მურაბა გასაფორმებლად.
მომზადება:
ბისკვიტის მომზადება:
კვერცხი კარგად ავთქვიფოთ მიქსერით შაქართან ერთად, დავამატოთ
დარბილებული კარაქი, არაჟანი, სოდა ძმრით ათქვეფილი, კაკო, გაცრილი პურის ფქვილი
და კარგად ავურიოთ. მომზადებული ცომი დავდგათ ცივ ადგილზე 40 წუთით. გამოსაცხობ
ფორმაში ჩავაფაროთ პერგამენტის ქაღალდი, ცოტა გავაცხელოთ, წავუსვათ კარაქი და
ფორმაზე მოვათავსოთ მომზადებული ცომი, შევდგათ 180* ტემპერატურაზე გაცხელებულ
აირღუმელში და ვაცხოთ 35–40 წუთის განმავლობაში.(გამოცხობის პერიოდში პირველი
15–20 წუთი არ შეძლება ღუმელის კარის გამოღება, რადგან ბისკვიტი ჩავარდება)
ბისკვიტის მზადყოფნა შევამოწმოთ ხის ჯოხით, ბისკვიტის ცენტრში ჩავარჭოთ ჯოხი და
როდესაც ამოვიღებთ თუ ჯოხი მშრალია ე.ი ბისკვიტი მზადაა.
კრემის მომზადება:
ფქვილს დავამატოთ შაქარი და
კარგად ავურიოთ, შემდეგ დავამატოთ თბილი რძე, კარგად ავურიოთ, დავდგათ გაზქურაზე
(ნელ ცეცხლზე) და ვადუღოთ (დუღილის პერიოდში განუწყვეტლივ ვურიოთ) შესქელებამდე.
მომზადების შემდეგ გავაცივოთ, დავამატოთ მიქსერით ათქვეფილი კარაქი, ვანილი და
კვლავ ავთქვიფოთ მიქსერით ერთიანი მასის მიღებამდე.
მინანქარის (გლაზურის) მომზადება:
შაქარს დავამატოთ კაკო, რძე და წამოვადუღოთ, შემდეგ გადმოვდგათ გაზქურიდან,
ავურიოთ კარაქი და ვანილი.
ტორტის აწყობა:
გამომცხვარი ბისკვიტი გავჭრათ შუაზე, ბისკვიტის ქვედა ნაწილი დავნამოთ
0,5 ჭიქა დასანამით, წავუსვათ კრემი, წავუსვათ კრემი, დავაფაროთ ზედა ნაწილი, დავნამოთ
დარჩენილი დასანამით, წავუსვათ კრემი ტორტს მთლიან ზედაპირზე და ირგვლივ, შემდეგ
ტორტის ერთ ნახევარს მოვაწუწოთ გლაზური, ხოლო მეორე ნახევარს მარწყვის მურაბის
წვენი. შევდგათ მაცივარში 3–4 საათით.
|