მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
სამზარეულო
საიტის მენიუ
ძებნა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ქართული სამზარეულო [39]
ხორციანი კერძები [200]
თევზის კერძები [35]
რძის ნაწარმი [39]
ბოსტნეული/ფხალეული [138]
ფქვილეული/ბურღულეული [130]
საწებლები/სოუსები [50]
მწნილები/მარინადები [46]
მურაბები/ჯემები [97]
უცხოური სამზარეულო [45]
ცხოველის ხორცის კერძები [60]
ფრინველის ხორცის კერძები [63]
თევზის კერძები [58]
ბოსტნეული/ფხალეული [69]
სალათები [97]
ფქვილეული/ბურღულეული [71]
პიცები/ბუტერბროდები [96]
სამარხვო კერძები [144]
ტკბილეული [201]
ნამცხვრები [72]
ტორტები [84]
სასმელები [12]
კოქტეილი [4]
ლიქიორი [26]
ყავა [41]
ჩაი [39]
სხვადასხვა [306]
ჩანაწერების არქივი
კალენდარი
«  ოქტომბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 1366
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0
......
...........
მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 5 » ტორტი „ალექსანდრე“
17:48
ტორტი „ალექსანდრე“


ტორტი „ალექსანდრე"

 

მასალა:

ცომი:

პურის ფქვილი 2,5 ჭიქა

კვერცხის ცილა 4ც.

შაქარი 1–1/3 ჭიქა

თაფლი 4 ს/კ.

1 ჩ/კ. სოდა 1 ს/კ. ძმარში ათქვეფილი

გამდნარი კარაქი 150გრ.

 

კრემი:

კარაქი 300გრ.

კვერცხის გული (ყვითრი) 4ც.

შაქრის ფხვნილი 1 ჭიქა

არაჟანი 2 ჭიქა

რომი (კონიაკი, ვისკი ან არაყი) 1 ს/კ. (აუცილებელი არ არის).

 

შიგთავსი:

დაჭრილი ნიგოზი 1 ჭიქა

შავი ქლიავის ჩირი 300გრ.

 

მომზადება:

ცომის მომზადება:

კვერცხის ცილა ავთქვიფოთ მიქსერით გათეთრებამდე. შემდეგ დავამატოთ შაქარი, კარგად ავთქვიფოთ, დავამატოთ კარაქი, თაფლი, სოდა–ძმრით, ფქვილი და კარგად მოვურიოთ ხის ჯოხით. მიღებული ცომი გავყოთ სამ ნაწილად, ცომის ერთი ნაწილი მოვათავსოთ პერგამენტჩაფარებულ, კარაქწასმულ გამოსაცხობ ფორმაში, კოვზით მოვუსწოროთ ზედაპირი და გამოვაცხოთ 180* ტემპერატურაზე გაცხელებულ აირღუმელში. ბისკვიტის მზადყოფნა შევამოწმოთ ხის ჩხირით (თუ ჩხირი მშრალია ესეიგი ბისკვიტი მზად არის). დანარჩენი ორი ბისკვიტიც  ასევე გამოვაცხოთ.

კრემის მომზადება:

კარაქი, კვერცხის გული და შაქრის ფხვნილი ავთქვიფოთ მიქსერით ერთანი მასის მიღებამდე, შემდეგ ნელ–ნელა დავამატოთ არაჟანი, რომი და კვლავ ავთქვიფოთ ერთანი მასის მიღებამდე.

 

შიგთავსის მომზადება:

ნიგოზი დავჭრათ წვრილად, ქლიავის ჩირი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად.

 

ტორტის აწყობა:

გამომცხვარს ბისკვიტს წავუსვათ მომზადებული კრემი, მოვაყაროთ ნიგოზი, ჩირი, დავაფაროთ მეორე ფირფიტა, წავუსვათ კრემი, მოვაყაროთ ნიგოზი, ჩირი, დავაფაროთ მესამე ფირფიტა, წავუსვათ კრემი, მოვაყაროთ ნიგოზი და ჩირი. მაცივარში შევდგათ 12 საათით.

კატეგორია: ტორტები | ნანახია: 1744 | დაამატა: natia | ტეგები: ტორტი „ალექსანდრე“ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: