სუხარიკი
მასალა:
თეთრი პური (ბატონი) 1ც.
ნიორი 2 კბილი
ხახვი 1–2 თავი
ძმარი 1 ს/კ.
ზეთი, უცხო სუნელი, ხმელი ქინძი, ჯანჯაფილი, წითელი/შავი პილპილი და
მარილი გემოვნებით.
მომზადება:
პური დავჭრათ პატარა კუბიკებად, მოვათავსოთ გამოსაცხობ ფორმაზე და
შევდგათ აირღუმელში 120* ტემპერატურაზე 10 წუთით. ხახვი დავჭრათ წვრილად და
მოვთუშოთ ზეთში ტაფაზე, დავამატოთ დანაყილი ნიორი, ძმარი, უცხო სუნელი, ხმელი
ქინძი, ჯანჯაფილი, წითელი და შავი პილპილი, მარილი, კარგად ავურიოთ, გადმოვდგათ
გაზქურიდან, გავაჩეროთ 15–20 წუთი, შემდეგ მომზადებული მასა დავასხათ საწურზე ან
მარლაზე, გამოწურული ცხიმი მოვასხათ გამოსაცხობ ფორმაზე მოთავსებულ დაჭრილ პურებს,
კარგად ავურიოთ და კვლავ შევდგათ აირღუმელში სანამ პური მთლიანად არ გამოშრება.
|