სწრაფი აჩმა
მასალა:
ლავაში 1ც.
ხაჭო 1 პაჩკა
კვერცხი 5ც.
ზეთი შესაწვავად
კამა, ნიორი, წიწაკა და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ხაჭოს დავამატოთ მარილი, წიწაკა, დანაყილი ნიორი, დაჭრილი კამა,
ჩავახალოთ 1ც. კვერცხი და კარგად ავურიოთ. ლავაში დავჭრათ რამოდენიმე ნაწილად,
თითოეულს წავუსვათ მომზადებული მასა, გადავახვიოთ რულეტისებურად, ამოვავლოთ
ათქვეფილ კვერცხში და შევწვათ ტაფაზე ზეთში ორივე მხრიდან.
|