სოსისი კომბოსტოში „მიპოვე"
მასალა:
სოსისი 5ც.
კვერცხი 3ც.
დაფქვილი ორცხობილა (სუხარი) 200გრ.
ყველი 50გრ.
კომბოსტოს ფოთლები 5ც.
სალათის ფოთლები, პომიდორი და კამა გასაფორმებლად.
მომზადება:
კომბოსტოს ფოთლები მოვწალოთ წყალში. ყველი დავჭრათ თხელ ნაჭრებად,
სოსისები შევწვათ გავუკეთოთ ჭრილი და ჩავაწყოთ ყველის ნაჭრები, მომზადებული
სოსისები გადავახვიოთ მოწალული კომბოსტოს ფოთლებში, შეხვეული სოსისები ამოვავლოთ
ათქვეფილ კვერცხში, შემდეგ ამოვავლოთ დაფქვილ ორცხობილაში და შევწვათ ზეთში ტაფაზე
ორივე მხრიდან. მომზადების შემდეგ გავაფორმოთ სალათის ფოთლებით, პომიდვრით და
კამით.
|