სოსისი კარტოფილის შუბაში
მასალა:
სოსისი 4ც.
კარტოფილი 6ც.
პურის ფქვილი 4 ს/კ.
კვერცხი 1ც.
ზეთ შესაწვავად
პილპილი და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
კარტოფილი გავასუფთავოთ და მოვხარშოთ მარილიან წყალში, შემდეგ
დავჭყლიტოთ, დავამატოთ კვერცხი, მარილი, ფქვილი და მოვზილოთ ცომი (ცომი ხელს არ
უნდა ეკვროდეს). მიღებული ცომი გავყოთ 4 ნაწილად, თითოეული გავაბრტყელოთ,
მოვათავსოთ ცომზე სოსისი და გადავახვიოთ რულეტისებურად. შევწვათ ზეთში ორივე
მხრიდან.
|