„სოკო" კარტოფილისგან
მასალა:
ახალი კარტოფილი 1კგ.
ზეთი შესაწვავად
მარილი გემოვნებით
სალათის ფოთლები გასაფორმებლად.
მომზადება:
კარტოფილი გავრეცხოთ, შემდეგ კარტოფილის ნახევარს დანით ჭამოვაჭრათ
გვერდები ისე, რომ 1 ხაზი დარჩეს მხოლოდ (კარტოფილმა უნდა მიიღოს სოკოს ფორმა).
ტაფა კარგად გავაცხელოთ, დავასხათ ზეთი, დავაწყოთ მომზადებული კარტოფილი
(კარტოფილები ერთმანეთზე არ უნდა დავაწყოთ)
და შევწვათ მომზადების ბოლოს მოვაყაროთ მარილი. შემწვარი კარტოფილი
მოვათავსოთ სალათის ფოთლებზე.
|