შტოშის მურაბა
მასალა:
შტოში 1კგ.
წყალი 100მლ.
შაქარი 500გრ.
დარიჩინის ჩხირი
მიხაკი 3ც.
მომზადება:
შტოში გადავარჩიოთ,
გავრეცხოთ, დავასხათ ცხელი წყალი და გადავიტანოთ დუშლაკზე. შემდეგ ჩავყაროთ
ქვაბში, დავასხათ წყალი, დავამატოთ შაქარი და დავდგათ გაზქურაზე (ნელ ცეცხლზე).
ხარშვის პერიოდში მურაბას ფრთხილად ავურიოთ, დავამატოთ დარიჩინის ჩხირი და მიხაკის
მარცვლები. მას შემდეგ რაც მურაბა ადუღდება, ვხარშოთ ნელ ცეცხლზე 5 წუთის
განმავლობაში, შემდეგ გამოვრთოთ გაზქურა და მურაბა გავაჩეროთ ოთახის
ტემპერატურაზე, გაცივებული მურაბა ჩავასხათ ქილებაში.
|