შოკოლადის ნამცხვარი
მასალა:
ცომი:
შაქარი 1 ჭიქა
კვერცხი 3ც.
გამდნარი კარაქი 0,5 ჭიქა
კეფირი 1 ჭიქა
სოდა 0,5 ჩ/კ.
კაკაო 2–3 ს/კ.
პურის ფქვილი იმ
რაოდენობით რომ ცომს ჰქონდეს არაჟნის კონსისტენცია.
მინანქარი (გლაზური):
რძე 2 ს/კ.
შაქარი 3 ს/კ.
კაკაო 2 ჩ/კ.
შოკოლადი 50გრ.
კარაქი 75გრ.
კრემი:
მოხარშული სგუშონი 1
ქილა.
მომზადება:
კვერცხს ავურიოთ
შაქარი, დავამატოთ გამდნარი კარაქი, კეფირი, სოდა, ავურიოთ, დავამატოთ კაკაო,
ფქვილი და კარგად ავურიოთ. მომზადებულ ცომს უნდა ჰქონდეს არაჟნის კონსისტენცია,
მხოლოდ ცოტა თხელი. მომზადებული ცომი დავასხათ პერგამენტდაფარებულ, ცხიმწასმულ
გამოსაცხობ ფორმაზე, შევდგათ 180* ტემპერატურაზე გაცხელებულ აირღუმელში და ვაცხოთ
40–45 წუთი. გამოცხობის შემდეგ გავჭრათ შუაზე ორ ნაწილად, ერთ ნაწილს წავუსვათ
მოხარშული სგუშონი, დავაფაროთ მეორე ნაწილი და მოვასხათ მომზადებული მინანქარი
(გლაზური). რამოდენიმე საათით შევდგათ მაცივარში.
მინანქრის (გლაზურის)
მომზადება:
შაქარს ავურიოთ კაკაო,
გავხსნათ რძეში, დავდგათ გაზქურაზე და ვხარშოთ ნელ ცეცხლზე შაქრის მთლიან
გადნობამდე, შემდეგ დავამატოთ დატეხილი შოკოლადი და გავაჩეროთ გაზქურაზე სანამ
შოკოლადი არ გადნება, შემდეგ გადმოვდგათ გაზქურიდან და ავურიოთ კარაქი.
|