შოკოლადის კარაქი
მასალა:
კარაქი 200გრ.
შოკოლადი 30გრ.
კაკაო 2 ს/კ.
შაქარი 2–3 ს/კ.
მომზადება:
შოკოლადი გავადნოთ წყლის აბაზანაზე (შოკოლადი თუ ძალიან სქელი იქნება,
შეგვიძლია დავამატოთ 1 ს/კ. ნაღები ან რძე სურვილისამებრ), გადმოვიღოთ ჯამზე,
ცოტათი გავაცივოთ (შოკოლადი ძალიან ცხელი არ უნდა იყოს რადგან დაადნობს კარაქს).
დარბილებული კარაქი მოვათავსოთ ჯამზე, ავურიოთ ხის კოვზით (არ ავთქვიფოთ),
დავამატოთ კაკაო, შაქარი, შემდეგ დავამატოთ შოკოლადი და ავურიოთ კოვზით ერთიანი
მასის და ფერის მიღებამდე. სასურველ ფორმაზე დავაფაროთ ცელოფანი, მასზე მოვამზადოთ
მომზადებული მასა, მოვუსწოროთ ზედაპირი და შევდგათ საყინულეში სანამ არ გაცივდება.
შემდეგ გამოვიღოთ, მოვაშოროთ ცელოფანი და მოვათავსოთ თეფშზე.
|