შემწვარი ხორცი სოიოს სოუსში
მასალა:
ღორის ხორცი (მჭლე) 2კგ.
ხახვი 1კგ თავი
პომიდორი 2–3ც.
სოიოს სოუსი 3 ს/კ.
დაფქვილი შავი პილპილი და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ხორცი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად, ხახვი და პომიდორი დავჭრათ
ნახევარმთვარისებულად. სოიოს სოუსს დავამატოთ უცხო სუნელი, პილპილი, მარილი,
კარგად ავურიოთ და შევდგათ მაცივარში 3 საათით. შემდეგ ხორცი მოვათავსოთ სასურველ
ფორმაზე, დავამატოთ ხახვი, პომიდორი, მოვასხათ სოიოს სოუსი და შევდგათ გაცხელებულ
აირღუმელში 40 წუთით დაბალ ტემპერატურაზე, მომზადებამდე 5 წუთით ადრე შეგვიძლია
ტემპერატურას ავუწიოთ.
|