სგუშონის პონჩიკები
მასალა:
პურის ფქვილი 1,5 ჭიქა
კვერცხი 4ც.
სგუშონი 250გრ.
სოდა 1/2 ჩ/კ.
ძმარი 1 ჩ/კ.
მომზადება:
კვერცხს ავურიოთ სგუშონი, დავამატოთ პურის ფქვილი, სოდა ძმრით
ათქვეფილი და მოვზილოთ ცომი. მომზადებული ცომი გავაბრტყელოთ, დავჭრათ ნაჭრებად,
დაჭრილი ნაჭრებისგან გავაკეთოთ პატარა ბურთები და შევწვათ დიდი რაოდენობით
გაცხელებულ ზეთში. შემწვარი პონჩიკები ამოვიღოთ სასურველ ფორმაზე, ცოტა ცხიმისგან
დაიწრიტოს და შემდეგ მოვასხათ კოვზით სგუშონი გემოვნებით.
|