სასწაული აფხაზურად
მასალა:
ცომი:
პურის ფქვილი 500გრ.
კეფირი 300გრ.
სოდა 1/2 ჩ/კ.
ძმარი 1 ჩ/კ.
ცოტა მარილი.
შიგთავსი:
ხაჭო 200გრ.
კვერცხი 1ც.
არაჟანი 4 ს/კ.
მწვანე ხახვი 1 კონა
კარაქი 60გრ.
მომზადება:
ფქვილს ავურიოთ კეფირი, დავამატოთ სოდა ძმრით ათქვეფილი, მარილი და
მოვზილოთ ცომი. ცომი მოვაგუნდაოთ მრგვალად, დავაფაროთ ტილო და გავაჩეროთ თბილ
ადგილზე 30 წუთი ამოსასვლელად. მომზადებული ცომი გავაბრტყელოთ მრგვალად,
მოვათავსოთ ცხიმწასმულ გამოსაცხობ ფორმაზე, გაბრტყელებულ ცომზე მოვათავსოთ
მომზადებული შიგთავსი და თანაბრად გადავანაწილოთ ცომის ზედაპირზე ისე რომ 3სმ.
კიდეებთან ცომი დავტოვოთ ცარიელი, ეს კიდეები შემდეგ გადავკეცოთ და წავუსვათ
დარჩენილი 2 ს/კ. არაჟანი. გამოვაცხოთ 200* ტემპერატურაზე გაცხელებულ აირღუმელში.
შიგთავსის მომზადება:
ხაჭოს დავამატოთ კვერცხი, წვრილად დაჭრილი ხახვი, 2 ს/კ. არაჟანი და
კარგად ავურიოთ.
|