სალათის რულეტები
მასალა:
სალათის ფოთლები 10ც.
ყველი 100გრ.
არაჟანი 100გრ.
ნიგოზი 50გრ.
მწვანე ხახვი 1 ძირი
შავი პილპილი გემოვნებით.
მომზადება:
ნიგოზი დავჭრათ წვრილად, დავამატოთ გახეხილი ყველი, არაჟანი, წვრილად
დაჭრილი ხახვი, მოვაყაროთ პილპილი და კარგად ავურიოთ. სალათის ფოთელბი კარგად
გავრეცხოთ, გავაშროთ, წავუსვათ მომზადებული მასა, გადავახვიოთ რულეტისებურად და
შევინახოთ მაცივარში 3 საათით.
|