სახლის პიცა
მასალა:
ცომი:
პურის ფქვილი 500გრ.
რძე ან წყალი 2 ჭიქა
კვერცხი 4ც.
შაქარი 2 ს/კ.
მარილი 2/4 ჩ/კ.
საფუარი (დროჟი) 50გრ.
ზეთი 6 ს/კ.
შიგთავსი:
ძეხვი 200გრ.
პომიდორი 3–4ც.
ხახვი 3–4 თავი
ქინძი 1 კონა
ნიორი 3–4 კბილი
მწვანე ცხარე წიწაკა 2ც.
მარილი გემოვნებით.
მომზადება:
შაქარს დავამატოთ საფუარი და გავხსნათ თბილ წყალში, გავაჩეროთ 10–15
წუთი. შემდეგ დავამატოთ მარილი, გაცრილი ფქვილი, ზეთი და მოვზილოთ ცომი (ცომი უნდა
გამოვიდეს ელასტიური), მომზადებული ცომი ჩავდოთ ჯამში, წავუსვათ ზეთი, დავაფაროთ
ტილო, დავდგათ თბილ ადგილზე 1 საათით. მომზადებული ცომი გავაბრტყელოთ და
მოვათავსოთ ცხიმწასმულ გამოსაცხობ ფორმაზე. პომიდორი დავჭრათ მრგვალ ნაჭრებად,
მოვათავსოთ გაბრტყელებულ ცომზე, მოვაყაროთ მარილი, ზევიდან მოვაწყოთ მრგვალად
დაჭრილი ძეხვი, ძეხვზე მოვაყაროთ ნახევარმთვარისებულად დაჭრილი ხახვი, წვრილად
დაჭრილი ნიორი, წიწაკა და ქინძი, მოვაყაროთ გახეხილი ყველი, ცომს გადავუკეცოთ
გვერდები და გამოვაცხოთ აირღუმელში.
|