ყავის ნამცხვარი
მასალა:
ბისკვიტი:
კვრცხი 2ც.
შაქარი 0,5 ჭიქა
პურის ფქვილი 0,5 ჭიქა
გამაფხვიერებელი 0,5 ჩ/კ.
ზეთი 1,5 ს/კ.
ხსნადი ყავა 1 ს/კ.
კრემი:
ნაღები 250 მლ.
ნაღების გასამაგრებელი 10გრ.
შაქარი 50გრ.
ხსნადი ყავა 1 ჩ/კ.
გასაფორმებლად:
გახეხილი შოკოლადი გემოვნებით.
მომზადება:
კვერცხი ავთქვიფოთ შაქართან ერთად მიქსერით გათეთრებამდე, დავამატოთ
ფქვილი, გამაფხვიერებელი და კარგად ავურიოთ. ყვა გავხსნათ 1,5 ს/კ. ადუღებული წყლით.
ფქვილიან მასას დავამატოთ წყალში გახსნილი ყავა, ზეთი და კარგად ავურიოთ ხის
კოვზით. გამოსაცხობ ფორმაში ჩავაფაროთ პერგამენტის ქაღალდი, წავუსვთ კარაქი,
ჩავასხათ მომზადებული ცომი, შევდგათ 180* ტემპერატურაზე გაცხელებულ აირღუმელში და
ვაცხოთ 15 წუთის განმავლობაში. გამოცხობის შემდეგ გავაცივოთ, გავჭრათ შუაზე,
ბისკვიტის ქვედა ნაწილს წავუსვათ კრემი, დავაფაროთ ბისკვიტის ზედა ნაწილი,
წავუსვათ კრემი და მოვაყაროთ გახეხილი შოკოლადი. შევდგათ მაცივარში 4–5 საათით.
კრემის მომზადება:
ნაღები ავთქვიფოთ მიქსერით, დავამატოთ შაქარი, გასამაგრებელი და ისევ
ავთქვიფოთ. ყავა გავხსნათ 1 ჩ/კ. ადუღებული წყლით, დავამატოთ კრემს და კვლავ
ავთქვიფოთ.
|