ფარშირებული პომიდორი
მასალა:
პომიდორი 12ც.
კვერცხი 2ც.
მწვანე ხახვი 1 კონა
ნიორი 3–4 კბილი
მდოგვი 1 ს/კ.
თაფლი 1 ს/კ.
ყველი 150–გრ + 12 პატარა ნაჭერი
წიწაკა და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
თითოეულ პომიდორს მოვაჭრათ თავი, კოვზით ამოვაცალოთ გული, შემდეგ
პომიდვრის გულები კარგად ჩავჭყლიტოთ ჯამში, დავამატოთ კვერცხი, წვრილად დაჭრილი
ხახვი, დანაყილი ნიორი, გახეხილი ყველი, მდოგვი, თაფლი, წიწაკა, მარილი და კარგად
ავურიოთ. მომზადებული ფარშით ამოვავსოთ პომიდვრები, დავაწყოთ გამოსაცხობ ფორმაზე, თითოეულ
პომიდორს თავზე დავადოთ ყველის ნაჭერი და გამოვაცხოთ აირღუმელში.
|