პიცა „Un pezzo di
paradiso"
მასალა 2 პიცისთვის:
ცომი:
პურის ფქვილი 250გრ.
საფუარი (დროჟი) 10გრ.
შაქარი 1 ჩ/კ.
მარილი 1/4 ჩ/კ.
შიგთავსი:
ქათმის ფილე 300–400გრ.
ანანასი (კონსერვირებული) 1 ქილა
ყველი 250–300გრ.
კიტრის მწნილი 3–4ც.
მოხარშული სიმინდი 4 ს/კ.
სოკო 250–300გრ.
ზეთ მოსათუშად
კეჩუპი და დაფქვილი წიწაკა გემოვნებით.
მომზადება:
საფუარს დავამატოთ შაქარი და გავხსნათ 2 ს/კ. თბილ წყალში, დავამატოთ
2 ს/კ. ფქვილი, კარგად ავურიოთ, გადავაფაროთ ტილო და დავდგათ თბილ ადგილას 30
წუთი. დანარჩენი ფქვილი ჩავყაროთ ჯამში, შუაში გავუკეთოთ სიღრმე და ამ სიღრმეში
ჩავასხათ მომზადებული საფუარის სითხე, მოვაყაროთ მარილი, დავამატოთ დაახლოებით
125მლ. თბილი წყალი და მოვზილოთ ცომი (ცომი ვზილოთ დაახლოებით 10–15 წუთი, სანამ
არ გახდება ელასტიური), დავაფაროთ ტილო და დავდგათ თბილ ადგილზე 1 საათით. ამ დროის
განმავლობაში ცომის სისქე ორჯერ უნდა გაიზარდოს. მომზადებული ცომი გავყოთ ორ
ნაწილად. ცომის ერთი ნაწილი გავაბრტყელოთ, მოვათავსოთ ცხიმწასმულ გამოსაცხობ
ფორმაზე, წავუსვათ კეჩუპი, მოვაყაროთ წიწაკა, მრგვალად დაჭრილი კიტრის მწნილი,
მოხარშული სიმინდი, ზეთში მოთუშული სოკო, მოხარშული საშუალო ზომის ნაჭრებად
დაჭრილი ქათმის ფილე, ანანასი, მოვაყაროთ გახეხილი ყველი და გამოვაცხოთ 220*
ტემპერატურაზე გაცხელებულ აირღუმელში. მეორე პიცაც ასევე გამოვაცხოთ.
|