პიცა „მილანი"
მასალა 3 პიცისთვის:
ცომი:
პურის ფქვილი 450გრ.
წყალი 230მლ.
საფუარი (დროჟი) 2 ს/კ.
ზეთი 35მლ.
მარილი 1 ჩ/კ.
შიგთავსი:
ყველი (მოცარელა) 600–700გრ.
ძეხვი 270გრ.
ზეთი 30გრ.
სოუსი:
პომიდორი 300გრ.
რეჰანი 15გრ.
ზეთ 30მლ.
თავშავა (ორეგანო) 6გრ.
მარილი გემოვნებით.
მომზადება:
საფუარი გავხსნათ თბილ წყალში. პურის ფქვილი გავცრათ, დავამატოთ ზეთი,
მარილი, კარგად ავურიოთ ხელით, შემდეგ დავასხათ წყალში გახსნილი საფუარი და
მოვზილოთ ცომი. გავაჩეროთ 1 საათი, შემდეგ ცომი გავყოთ სამ ნაწილად, ცომის ერთი
ნაწილი გავაბრტყელოთ (დანარჩენი ორი ნაწილი მოვათავსოთ ჯამზე და დავაფაროთ ტილო),
წავუსვათ სოუსი, მოვაყაროთ გახეხილი ყველი, შევდგათ გაცხელებულ აირღუმელში და
როდესაც ყველი გადნება ზევიდან მოვაწყოთ მრგვალად დაჭრილი ძეხვი და კვლავ შევდგათ
აირღუმელში რამოდენიმე წუთით. გამოცხობის შემდეგ პიცის გვერდებს წავუსვატ ზეთი.
პიცაზე დანარჩენი ორი პიცაც ასევე გამოვაცხოთ.
სოუსის მომზადება:
რეჰანი გავრეცხოთ, გავაშროთ და დავჭრათ წვრილად. პომიდროს მოვაცალოთ
კანი, დავაბლენდეროთ რეჰანთან ერთად, დავამატოთ თავშავა, მარილი, ზეთი და კარგად
ავურიოთ.
|