პიცა „იტალიანო"
მასალა:
ცომი:
პურის ფქვილი რასაც შეიზელს
კეფირი 250მლ.
კვერცხი 1ც.
სოდა 1/2 ჩ/კ.
მარილი 1/2 ჩ/კ.
შიგთავსი:
ღორის ან საქონლის ხორცის ფარში 250–300გრ.
სოკო 500გრ.
ხახვი 2–3 თავი
ყველი 300გრ.
ძმარი 2 ს/კ.
მაიონეზი, კეჩუპი, კამა, წიწაკა და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
კვერცხი ავთქვიფოთ დავამატოთ კეფირი, სოდა, მარილი, პურის ფქვილი და
მოვზილოთ ცომი, მომზადებული ცომი შევდგათ მაცივარში (საყინულეში) 20–30 წუთი.
მომზადებული ცომი გამოვიღოთ მაცივრიდან, გავაბრტყელოთ, მოვათავსოთ გამოსაცხობ
ფორმაზე, რამოდენიმე ადგილას ჩავჩხვლიტოთ ჩანგლით და შევდგათ აირღუმელში 10 წუთით.
ხორცის ფარში და წვრილად დაჭრილი ხახვი მოვთუშოთ ზეთში, მომზადების ბოლოს
დავამატოთ ძმარი და ვთუშოთ კიდევ 2–5 წუთი. შემდეგ ცომი გამოვიღოთ აირღუმელიდან,
გავაცივოთ, წავუსვათ კეჩუპი, მაიონეზი, მოვათავსოთ მომზადებული ხორცის ფარში,
მოვაყაროთ დაჭრილი კამა, ზევიდან მოვაყაროთ ზეთში მოთუშული სოკო, წავუსვათ
მაიონეზი და კეჩუპი, მოვაყაროთ გახეხილი ყველი და გამოვაცხოთ აირღუმელში.
|