პიცა ბეკონით
მასალა:
ცომი:
პურის ფქვილი 1 ჭიქა
საფუარი (დროჟი) 1 ჩ/კ.
თბილი წყალი 0,5 ჭიქა
ზეთი 1 ს/კ.
მარილი დანის წვერით.
შიგთავსი:
პომიდორი 4ც.
ბეკონი 250გრ.
ყველი (მოცარელა) 200გრ.
სოკო (შამპინიონი, ქამა) 250გრ.
ნიორი 1 კბილი
თეთრი მშრალი ღვინო 150გრ.
ზეთი 1 ს/კ.
თავშავა (ორეგანო) 0,5 ჩ/კ.
მომზადება:
წყალს დავამატოთ
საფუარი, ზეთი და მარილი. შემდეგ ნელ–ნელა დავამატოთ ფქვილი და მოვზილოთ ცომი.
მომზადებული ცომი მოვათავსოთ ჯამზე, წავუსვათ ზეთი და დავდგათ თბილ ადგილზე 40
წუთი, სანამ ცომი არ გაიზრდება 2–ჯერ, შემდეგ ცომი გადავზილოთ 2 წუთის განმავლობაში.
გავაბრტყელოთ და მოვათავსოთ ცხიმწასმულ გამოსაცხობ ფორმაზე. სოკო დავჭრათ საშუალო
ზომის ნაჭრებად, დავამატოთ ზეთი, დანაყილი ნიორი, მოვასხათ ღვინო, მოვაყაროთ
მარილი და ვთუშოთ დაახლოებით 15 წუთი. გაბრტყელებულ ცომს წავუსვათ ზეთი, მოვაწყოთ
მრგვალად დაჭრილი პომიდორი, წვრილად დაჭრილი ბეკონის ნაჭრები, მოთუშული სოკო,
ყველის ნაჭრები და გამოვაცხოთ აირღუმელში 20 წუთის განმავლობაში.
|