პიცა
მასალა:
ცომი:
პურის ფქვილი 2 ჭიქა
არაჟანი 200გრ.
კვერცხი 2ც.
მარილი 1 ჩ/კ.
შიგთავსი:
ყველი 200გრ.
ძეხვი 200გრ.
ცხარე ტომატ–პასტა 6 ს/კ.
დაფქვილი შავი პილპილი გემოვნებით.
მომზადება:
კვერცხი ავთქვიფოთ მარილთან ერთად, დავამატოთ არაჟანი, კარგად
ავურიოთ, შემდეგ დავამატოთ ფქვილი, თავდაპირველად 1 ჭიქა, შემდეგ კიდევ 1 ჭიქა და
მოვზილოთ ცომი. გამოსაცხობ ფორმას წავუსვათ კარაქი, მოვათავსოთ მომზადებული ცომის
ნახევარი და ხელებით გავაბრტყელოთ მთლიანი ფორმის ზედაპირზე. გაბრტყელებულ ცომს
წავუსვათ 3 ს/კ. ტომატ–პასტა, მოვაყაროთ შავი პილპილი, მოვაწყოთ მრგვალად დაჭრილი
ძეხვი, მოვაყაროთ გახეხილი ყველი, შავი პილპილი და გამოვაცხოთ 200* ტემპერატურაზე
გაცხელებულ აირღუმელში. მეორე პიცაც გამოვაცხოთ ასევე.
|