პიცა
მასალა სამი ცომისთვის:
ცომი:
პურის ფქვილი რასაც შეიზელს
კვერცხი 1ც.
საფუარი (დროჟი) 30გრ.
რძე 250მლ.
მარილი 1 ჩ/კ.
შაქარი 1 ჩ/კ.
ზეთი 5 ს/კ.
შიგთავსი:
მოხარშული ძეხვი 700–800გრ.
პომიდორი 3–4ც.
ყველი 700–800გრ.
მომზადება:
შაქარი, მარილი, საფუარი და თბილი რძე ავთქვიფოთ მიქსერით, აირღუმელი
გავაცხელოთ ძალიან დაბალ ტემპერატურაზე, 5 წუთის შემდეგ გამოვრთოთ აირღუმელი და
შევდგათ მომზადებული საფუარის სითხე 15 წუთით. ცალკე ჯამში ავთქვიფოთ კვერცხი და
ზეთი მიქსერით, დავამატოთ საფუარის სითხე, კარგად ავურიოთ, ნელ–ნელა დავამატოთ
ფქვილი, მოვზილოთ ცომი (ცომი ხელს უნდა ეკვრებოდეს), დავაფაროთ ტილო და დავდგათ
თბილ ადგილზე 30 წუთით. მომზადებული ცომი გავყოთ სამ ნაწილად, ორი ნაწილი ჩავდოთ
ჯამში და დავაფაროთ ტილო, ხოლო ერთი ნაწილი გავაბრტყელოთ, მოვათავსოთ
პერგამენტჩაფარებულ, ცხიმწასმულ გამოსაცხობ ფორმაზე, წავუსვათ კეჩუპი, მოვაწყოთ
კუბიკებად დაჭრილი ძეხვი, საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭრილი პომიდორი, მოვაყაროთ
გახეხილი ყველი და გამოვაცხოთ 180* ტემპერატურაზე გაცხელებულ აირღუმელში.
დანარჩენი ორი პიცაც ასევე მოვამზადოთ.
|