პიცა
მასალა:
ცომი:
პურის ფქვილი რასაც შეიზელს
კვერცხი 1ც.
ზეთი ან მარგარინი 4 ს/კ.
კეფირი 0,5 ჭიქა
სოდა 1 ჩ/კ.
შაქარი 1 ჩ/კ.
მარილი 1 ჩ/კ.
შიგთავსი:
ძეხვი 250–300გრ.
ხახვი 2–3 თავი
ყველი 300გრ.
პომიდორი 2–3ც.
კიტრის მწნილი 1ც.
სოკო (დაკონსერვებული), კეჩუპი, მაიონეზი და ქინძი გემოვნებით.
მომზადება:
კვერცხი ავთქვიფოთ, დავამატოთ ზეთი, კეფირი, სოდა, შაქარი, მარილი და
კარგად ავურიოთ, შემდეგ დავამატოთ ფქვილი და მოვზილოთ ცომი. გავაჩეროთ 10–15 წუთი.
მომზადებული ცომი გავაბრტყელოთ, მოვათავსოთ ცხიმწასმულ გამოსაცხობ ფორმაზე,
წავუსვათ კეჩუპი, მაიონეზი, მოვაყაროთ კუბიკებად დაჭრილი კიტრი, მოვაწყოთ მრგვალად
დაჭრილი ძეხვი, მრგვალად დაჭრილი პომიდორი, სოკო, მოვაყაროთ ნახევარმთვარისებულად
დაჭრილი ხახვი, წვრილად დაჭრილი ქინძი, გახეხილი ყველი და გამოვაცხოთ 180–190*
ტემპერატურაზე გაცხელებულ აირღუმელში 40 წუთის განმავლობაში.
|