პიცა
მასალა 3 პიცისთვის:
ცომი:
პურის ფქვილი 500–550გრ.
ხაჭო 250გრ.
საფუარი (დროჟი) 25გრ.
წყალი ან რძე 1 ჭიქა
მარილი 1 ჩ/კ.
კვერცხი 1ც.
შაქარი 1 ს/კ.
ზეთი 4–5 ს/კ.
შიგთავსი:
ყველი 700–800გრ.
სოსისი 700–800გრ.
ტომატ–პასტა 5–6 ს/კ.
ხახვი 3–4 თავი
სოსისი 700–800გრ.
სიმინდი (კონსერვირებული ან მოხარშული) 1 ჭიქა
კვერცხი 4ც.
მაიონეზი, შავი პილპილი და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ცხელ წყალში გავხსნათ შაქარი და საფუარი, გავაჩეროთ 15 წუთი. ფქვილს
დავამატოთ მარილი, ხაჭო, კვერცხი, მომზადებული საფუარის ხსნარი, ზეთი და მოვზილოთ
რბილი ცომი, დავაფაროთ ტილო და გავაჩეროთ 1 საათი. მომზადებული ცომი გავყოთ სამ
ნაწილად. თითოეული ცომი გავაბრტყელოთ და მოვათავსოთ ფქვილმოყრილ გამოსაცხობ
ფორმაზე. ხახვი მოვთუშოთ ზეთში, შემდეგ დავამატოთ ტომატ–პასტა, მოვაყაროთ მარილი
და ვთუშოთ კიდევ 1–2 წუთით. მომზადებული სოუსი წავუსვათ გაბრტყელებულ ცომებს,
შემდეგ მოვაწყოთ მრგვალად დაჭრილი სოსისი, მოვაყაროთ სიმინდი, გახეხილი ყველი,
გადავუკეცოთ ცომებს გვერდები, შუაში მოვასხათ 2ც. კვერცხის–მარილის–შავი პილპილის
და მაიონეზის ნარევი, შემდეგ ავთქვიფოთ 2ც. კვერცხი და მოვუსვათ ცომის გადაკეცილ
გვერდებს ირგვლივ და გამოვაცხოთ 220* ტემპერატურაზე გაცხელებულ აირღუმელში 15
წუთით.
|