ორცხობილა
მასალა:
სიმინდის ფქვილი 500გრ.
შაქარი 250გრ.
კვერცხი 10ც.
სოდა 1/2 ჩ/კ.
მარილი 1/2 ჩ/კ.
მომზადება:
კვერცხის ცილა და გული განვაცალკევოთ ერთმანეთისაგან. კვერცხის გულს
დავამატოთ შაქარი, სიმინდის ფქვილი, სოდა, მარილი და კარგად ავურიოთ. კვერცხის
ცილა ავთქვიფოთ გათეთრებამდე, გადავურიოთ ფქვილიან მასას და მოვზილოთ ცომი.
მომზადებული ცომი გავაბრტყელოთ და ამოვჭრათ პატარა რგოლები. გამოსაცხობ ფორმაზე
მოვაყაროთ ფქვილი, დავაწყოთ დაჭრილი რგოლები და გამოვაცხოთ 200* ტემპერატურაზე
გაცხელებულ აირღუმელში.
|