ნამცხვარი „ზღარბი"
მასალა:
ცომი:
პურის ფქვილი 700გრ.
კვერცხი 6ც.
შაქარი 200გრ.
კარაქი 200გრ.
არაჟანი 200გრ.
გამაფხვიერებელი 1 პაჩკა
ვანილი 1 პაჩკა.
კრემი:
სგუშონი 1 ქილა
კარაქი 200გრ.
მომზადება:
კვერცხი ავთქვიფოთ შაქართან ერთად მიქსერით, დავამატოთ გამდნარი
კარაქი, არაჟანი, გამაფხვიერებელი, ვანილი, ფქვილი და კარგად ავურიოთ. მომზადებული
ცომი დავასხათ გამოსაცხობ ფორმაზე და ვაცხოთ 200* ტემპერატურაზე გაცხელებულ
აირღუმელში 20–25 წუთის განმავლობაში. გამომცხვარი ბისკვიტი ცოტა გავაცივოთ,
შემდეგ ჭიქის საშუალებით ამოვჭრათ რგოლები, ბისკვიტის დარჩენილი ნაწილები
დავფხვნათ. თითოეული რგოლი გავჭრათ შუაზე, ერთ ნაწილს წავუსვათ კრემი, დავაფაროთ
მეორე ნაწილი, წავუსვათ კრემი თავზე და ირგვლივ და ამოვავლოთ დაფხვნილ ბისკვიტში,
ასევე დავკრემოთ დანარჩენი რგოლებიც.
კრემის მომზადება:
კარაქი ავთქვიფოთ მიქსერით, შემდეგ დავამატოთ სგუშონი და კვლავ ავთქვიფოთ
ერთანი მასის მიღებამდე.
|