მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
სამზარეულო
საიტის მენიუ
ძებნა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ქართული სამზარეულო [39]
ხორციანი კერძები [200]
თევზის კერძები [35]
რძის ნაწარმი [39]
ბოსტნეული/ფხალეული [138]
ფქვილეული/ბურღულეული [130]
საწებლები/სოუსები [50]
მწნილები/მარინადები [46]
მურაბები/ჯემები [97]
უცხოური სამზარეულო [45]
ცხოველის ხორცის კერძები [60]
ფრინველის ხორცის კერძები [63]
თევზის კერძები [58]
ბოსტნეული/ფხალეული [69]
სალათები [97]
ფქვილეული/ბურღულეული [71]
პიცები/ბუტერბროდები [96]
სამარხვო კერძები [144]
ტკბილეული [201]
ნამცხვრები [72]
ტორტები [84]
სასმელები [12]
კოქტეილი [4]
ლიქიორი [26]
ყავა [41]
ჩაი [39]
სხვადასხვა [306]
ჩანაწერების არქივი
კალენდარი
«  ოქტომბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 1366
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 7
სტუმარი: 7
მომხმარებელი: 0
......
...........
მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 19 » ნამცხვარი ტრუბოჩკები
17:47
ნამცხვარი ტრუბოჩკები


ნამცხვარი ტრუბოჩკები

 

მასალა:

ცომი:

კვერცხი 1ც.

წყალი 1 ჭიქა

ძმარი 3 ს/კ.       

ზეთი 3 ს/კ.

პურის ფქვილი 3 ჭიქა

მარგარინი 450გრ.

 

კრემი:

კვერცხი 3ც.

შაქარი 1,5 ჩ/ჭ.

პურის ფქვილი 6 ს/კ.

კარაქი 200გრ.

რძე 1,5ლ.

ვანილი 1ც.

 

მომზადება:

ცომი:

კვერცხი ავთქვიფოთ, დავასხათ წყალი (ოთახის ტემპერატურის), ძმარი, ზეთი, დავაყაროთ ფქვილი და მოვზილოთ მაგარი ცომი. გავყოთ 3 ნაწილად, თითოეული ნაწილი გავაბრტყელოთ, წავუსვათ 50გრ. მარგარინი, დავკეცოთ კონვერტისებურად და შევინახოთ მაცივარში (საყინულეში) 15–20წთ. ეს პროცესი გავიმეოროთ სამჯერ. მომზადებული სამივე ცომი გავაბრტყელოთ კვადრატისებურად, თითოეული კვადრატი დავჭრათ სიგრძეზე ხაზებად, სიგანით  2სმ. შემდეგ ცოტა გავაბრტყელოთ თითოეული ხაზი 3სმ–მდე, მივაპკუროთ ცოტა წყალი და თითოეულ ხაზი დავახვიოთ სპეციალურ კონუსის ფორმაზე (ცომის დახვევას ვიწყებთ ფორმის ძირიდან, ცომი ფორმაზე მჭიდროდ უნდა დავახვიოთ, რათა შემდეგ კრემი არ გამოვიდეს) მომზადებული ტრუბოჩკები დავაწყოთ გამოსაცხობ ფორმაზე შეხვეული ძირით ქვევით და ვაცხოთ გაცხელებულ აირღუმელში 15 წუთის განმავლობაში, გამოცხობის შემდეგ ტრუბოჩკები გავაცივოთ 5 წუთი და შემდეგ ნელ–ნელა ბრუნვით გამოვაცალოთ ფორმა.

 

კრემი:

კვერცხის გულისა და შაქრისგან გავაკეთოთ გოგლი–მოგლი, დავამატოთ ფქვილი, ადუღებული რძე კარგად ავთქვიფოთ მიქსერით, დავდგათ ნელ ცეცხლზე და მივიყვანოთ ადუღებამდე. დუღილისას ვურევთ განუწყვეტლივ და ხის კოვზით.  შემდეგ გადმოვდგათ, გავაცივოთ, დავუმატოთ მიქსერით ათქვეფილი კარაქი, ვანილი და კვლავ გავთქვიფოთ.

 

ტრუბოჩკის დაკრემვა:

2 ცალი ტრუბოჩკა დავფხვნათ, ხოლო დანარჩენი ტრუბოჩკები ამოვავსოთ მომზადებული კრემით, შემდეგ თითოეულ ტრუბოჩკას კრემზე მოვაყაროთ წინასწარ დაფხვნილი ტრუბოჩკის ნაფხვენები და ბოლოს ტრუბოჩკებს ირგვლივ და ზევით მოვაყაროთ შაქრის პუდრა.

კატეგორია: ნამცხვრები | ნანახია: 5121 | დაამატა: natia | ტეგები: ნამცხვარი ტრუბოჩკები | რეიტინგი: 1.0/2
სულ კომენტარები: 1
1 fatima  
0
miyvaaaaaars trrrrrrruchkebiiiiiiiii

სახელი *:
Email *:
კოდი *: