მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
სამზარეულო
საიტის მენიუ
ძებნა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ქართული სამზარეულო [39]
ხორციანი კერძები [200]
თევზის კერძები [35]
რძის ნაწარმი [39]
ბოსტნეული/ფხალეული [138]
ფქვილეული/ბურღულეული [130]
საწებლები/სოუსები [50]
მწნილები/მარინადები [46]
მურაბები/ჯემები [97]
უცხოური სამზარეულო [45]
ცხოველის ხორცის კერძები [60]
ფრინველის ხორცის კერძები [63]
თევზის კერძები [58]
ბოსტნეული/ფხალეული [69]
სალათები [97]
ფქვილეული/ბურღულეული [71]
პიცები/ბუტერბროდები [96]
სამარხვო კერძები [144]
ტკბილეული [201]
ნამცხვრები [72]
ტორტები [84]
სასმელები [12]
კოქტეილი [4]
ლიქიორი [26]
ყავა [41]
ჩაი [39]
სხვადასხვა [306]
ჩანაწერების არქივი
კალენდარი
«  ოქტომბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 1366
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 5
სტუმარი: 5
მომხმარებელი: 0
......
...........
მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 19 » ნამცხვარი „სნიკერსი“
17:58
ნამცხვარი „სნიკერსი“


ნამცხვარი „სნიკერსი"

 

მასალა:

ცომი:

პურის ფქვილი 3,5 ჭიქა

შაქარი 2 ჭიქა

კვერცხი 5ც.

თაფლი 3 ს/კ.

მარგარინი 200გრ.

არაჟანი 200გრ.

სოდა 1 ჩ/კ.

ძმარი 1 ს/კ.

მიწისთხილი 1,5 ჭიქა.

 

კრემი:

მოხარშული სგუშონი 2 ქილა

კარაქი 200გრ.

 

მომზადება:

კარაქი გავადნოთ და გავაცივოთ. კვერცხი ავთქვიფოთ შაქართან ერთად, დავამატოთ მარგარინი, არაჟანი, სოდა ძმრით ათქვეფილი, თაფლი, ფქვილი და კარგად ავურიოთ (მიღებულ მასას უნდა ჰქონდეს სქელი არაჟნის კონსინსტენცია). მომზადებული მასა გავყოთ სამ ნაწილად, ჩავასხათ პერგამენტჩაფარებულ კარაქწასმულ გამოსაცხობ ფორმაში და გამოვაცხოთ აირღუმელში. გამოცხობის შემდეგ, ერთ ფირფიტას წავუსვათ კრემი, მოვაყაროთ მოხალული მიწის თხილი, დავაფაროთ მეორე ფირფიტა წავუსვათ კრემი, შემდეგ ისევ მიწის თხილი, დავაფაროთ მესამე ფირფიტა კვლავ წავუსვათ კრემი, მთლიან ზედაპირზე და ირგვლივ და მოვაყაროთ მიწის თხილი.

 

კრემის მომზადება:

კარაქი ავთქვიფოთ მიქსერით, შემდეგ დავამატოთ სგუშონი და ავთქვიფოთ ერთანი მასის მიღებამდე.

კატეგორია: ნამცხვრები | ნანახია: 6043 | დაამატა: natia | ტეგები: ნამცხვარი „სნიკერსი“ | რეიტინგი: 2.7/3
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: