ნამცხვარი „შეყვარებული ზღარბი"
მასალა:
ცომი:
პურის ფქვილი 2,5 ჭიქა
მარგარინი 200გრ.
შაქარი 1 ჭიქა
კვერცხი 3ც.
კეფირი ან არაჟანი 0,5 ჭიქა
სოდა 1 ჩ/კ.
ძმარი 1 ს/კ.
კრემი:
კვერცხი 3ც.
შაქარი 1,5 ჩ/ჭ.
ფქვილი 6 ს/კ.
კარაქი 100გრ.
რძე 1,5ლ.
ვანილი 1ც.
მომზადება:
კვერცხი ავთქვიფოთ შაქართან ერთად, დავამატოთ დარბილებული კარაქი,
არაჟანი და კვლავ ავთქვიფოთ, შემდეგ დავამატოთ სოდა ძმრით ათქვეფილი, ფქვილი და
კარგად ავურიოთ. მომზადებული ცომი გავყოთ 2 ნაწილად, თითოეული ნაწილი მოვათავსოთ
პერგამენტჩაფარებულ კარაქწასმულ გამოსაცხობ ფორმაზე და გამოვაცხოთ 180*
ტემპერატურაზე გაცხელებულ აირღუმელში. გამომცხვარი ბისკვიტი ცოტა გავაცივოთ,
შემდეგ ჭიქის საშუალებით ამოვჭრათ რგოლები, ბისკვიტის დარჩენილი ნაწილები
დავფხვნათ. თითოეული რგოლი გავჭრათ შუაზე, ერთ ნაწილს წავუსვათ კრემი, დავაფაროთ
მეორე ნაწილი, წავუსვათ კრემი თავზე და ირგვლივ და ამოვავლოთ დაფხვნილ ბისკვიტში,
შემდეგ ნაწილი ნამცხვარი გავაფორმოთ ნებისმიერი ჯემით, ხოლო ნაწლი ალუბლის
მურაბით. დავდგათ გრილ ადგილზე 2 საათით.
კრემის მომზადება:
კვერცხის გულისა და შაქრისაგან გავაკეთოთ გოგლი–მოგლი, დავამატოთ
ფქვილი, ადუღებული რძე და კარგად ავთქვიფოთ მიქსერით, დავდგათ ნელ ცეცხლზე და
მივიყვანოთ ადუღებამდე. დუღილისას კრემს ვურევთ განუწყვეტლივ ხის კოვზით. შემდეგ
გადმოვდგათ გაზქურიდან, გავაცივოთ, დავუმატოთ მიქსერით ათქვეფილი კარაქი, ვანილი
და კვლავ ავთქვიფოთ.
|