ნამცხვარი ფახლავა
სოჭურად
ცომი:
პურის ფქვილი 3 ჭიქა
მარგარინი 300გრ.
კვერცხის გული 3ც.
არაჟანი 200გრ.
სოდა 1 ჩ/კ.
კვერცხის გული 3ც. ნამცხვარზე წასასმელად.
შიგთავსი:
გატარებული ნიგოზი 300გრ.
შაქარი 300გრ.
კვერცხის ცილა 3ც.
სიროფი:
კარაქი 2 ს/კ.
თაფლი 3 ს/კ.
მომზადება:
ფქვილს დავამატოთ დაჭრილი მარგარინი, კვერცხის გული, არაჟანი, სოდა და
მოვზილოთ ცომი. მომზადებული ცომი შევდგათ მაცივარში 2–3 საათით. მომზადებული ცომი
გამოვიღოთ მაცივრიდან, გავყოთ სამ ნაწილად, თითოეული ნაწილი ცალ–ცალკე
გავაბრტყელოთ თხლად, მრგვალად, ერთი ნაწილი მოვათავსოთ ცხიმწასმულ გამოსაცხობ
ფორმაზე, მოვაყაროთ შიგთავსი, ხელით გადავანაწილოთ ცომის მთლიან ზედაპირზე,
დავაფაროთ მეორე გაბრტყელებული ცომი, კვლავ მოვაყაროთ შიგთავსი, დავაფაროთ მესამე
ცომი, წავუსვათ ათქვეფილი კვერცხის გული, დავჭრათ პატარა ნაჭრებად და შევდგათ
აირღუმელში გამოსაცხობად, გამოცხობის შემდეგ გამოვიღოთ აირღუმელიდან, დაჭრილი
ნაჭრები კვლავ ჩავჭრათ დანით, მოვასხათ მომზადებული სიროფი და შევდგათ ისევ
რამოდენიმე წუთით აირღუმელში.
შიგთავსის მომზადება:
ნიგოზს დავამატოთ შაქარი, კვერცხის ცილა და
კარგად ავურიოთ.
სიროფის მომზადება:
კარაქი და თაფლი მოვათავსოთ ქვაბში და
გავადნოთ, როგორც კი ადუღდება გადმოვდგათ გაზქურიდან და მოვასხათ ნამცხვარს.
|