ნამცხვარი „ჭრელა"
მასალა:
ხაჭო 400გრ.
არაჟანი 200 დან 500გრ–მდე.
კაკაო 3 ს/კ.
შოკოლადი 1 პლიტკა (150–200გრ).
ნაღები 100გრ.
ნებისმიერი ოთკუთხედი ფორმის
ორცხობილა, რაოდენობა სურვილისამებრ
ქიშმიში ან დაჭრილი ნიგოზი და შაქარი, გემოვნებით.
მომზადება:
ხაჭოს დავამტოთ შაქარი, არაჟანი და კარგად ავურიოთ (მასას უნდა
ჰქონდეს სქელი არაჟნის კონსისტენცია) ერთიანი მასის მიღებამდე. მიღებული მასა
გავყოთ ორ ნაწილად, ერთ ნაწილში ავურიოთ კაკაო, ხოლო მეორე ნაწილში ქიშმიში. სასურველ
ფორმას წავუსვათ ცოტა წყალი (რათა პეჩენიები ფორმას კარგად დაეკროს), ორცხობილები
დავაწყოთ მთლიან ფორმაზე, წავუსვათ თეთრი კრემი, შემდეგ კრემის მთლიან ზედაპირზე
დავაწყოთ ორცხობილები, წავუსვათ შავი კრემი და ამ თანმიმდევრობით დავკრემოთ სანამ ორცხობილა
და კრემი არ გათავდება, ბოლო ფენას წავუსვათ თეთრი კრემი, მოვასხათ გლაზური და
შევდგათ მაცივარში 3–4 საათით.
გლაზურის მომზადება:
შოკოლადი გავადნოთ წყლის აბაზანაზე, შემდეგ დავამატოთ ნაღები, კარგად
ავურიოთ და როდესაც ნაღები და შოკოლადი
გადნება გადმოვდგათ, ცოტა გავაგრილოთ და შეგრილებული ფორმით მოვასხათ ნამცხვარს.
|