ნამცხვარი „ატამი"
მასალა:
პურის ფქვილი 3,5 ჭიქა
კარაქი 60გრ.
კვერცხი 2ც.
არაჟანი 2ს/კ.
შაქარი 1 ჭიქა
გამაფხვიერებელი 1პ.
ნიგოზი ან თხილი 40გრ.
ვანილი გემოვნებით.
მოხარშული სგუშონი 0,5 ქილა
მომზადება:
კვერცხი ავთქვიფოთ მიქსერით, დავამატოთ კარაქი, არაჟანი, შაქარი,
ვანილი და კვლავ ავთქვიფოთ, შემდეგ დავამატოთ ფქვილი გამაფხვიერებელში არეული და
მოვზილოთ ცომი. მიღებული ცომისგან გავაკეთოთ პატარა ბურთები, თითოეული ბურთი
გავჭრათ შუაზე, დავაწყოთ გამოსაცხობ ფორმაზე და ვაცხოთ 200* ტემპერატურაზე
გაცხელებულ აირღუმელში დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში. გამოცხობის შემდეგ
თითოეულ ნაჭერს ამოვაცალოთ გული, ამოცლილ ნაწილში ჩავდოთ ნიგოზი, წავუსვათ სგუშონი
და შევაერთოთ ერთად. გარედან ატამს შეგვიძლია წავუსვათ ჭარხლის ან ბროწეულის წვენი
და ამოვავლოთ შაქარში.
|