ნამცხვარი
მასალა:
პურის ფქვილი 3 ჭიქა + რამდენიც დასჭირდება გასაბრტყელებლად
მარგარინი 100გრ.
შაქარი 1 ჭიქა
რძე 4 ს/კ.
თაფლი 3 ს/კ.
კვერცხი 2ც.
სოდა 1,5 ჩ/კ.
ძმარი 1,5 ს/კ.
ვანილი გემოვნებით.
კრემი:
პურის ფქვილი 3 ს/კ.
რძე 0,5ლ.
შაქარი 1 ჭიქა
კარაქი 250გრ.
ვანილი გემოვნებით.
მინანქარი (გლაზური):
კაკაო 3 ს/კ.
საქარი 5 ს/კ.
რძე ან წყალი 6 ს/კ.
კარაქი 70გრ.
ვანილი გემოვნებით.
მომზადება:
ჯამში მოვათავსოთ მარგარინი, შაქრი, რძე, თაფლი და დავდგათ წყლის
აბაზანაზე (განუწყვეტლივ ვურიოთ), როდესაც მარგარინი გადნება და მასა ერთიანი
გახდება დავამატოთ ათქვეფილი კვერცხი, სოდა ძმრით ათქვეფილი, კარგად ავურიოთ,
ადუღების შემდეგ გადმოვდგათ, ავურიოთ 3 ჭიქა ფქვილი. მაგიდაზე დავყაროთ ფქვილი, მოვათავსოთ მასზე
ცომი და თუ ცომი თხელია გადავზილოთ ფქვილში (ცომი უნდა იყოს რბილი და ცხელი),
მომზადებული ცომი გავყოთ 5 ნაწილად. ცომის
ერთი ნაწილი გავაბრტყელოთ ფქვილმოყრილ
მაგიდაზე, მოვათავსოთ გამოსაცხობ ფორმაზე და გამოვაცხოთ გაცხელებულ აირღუმელში
5 წუთის განმავლობაში (დანარჩენი 4 ცომიც
ასევე გამოვაცხოთ). გამომცხვარი ფირფიტები გავაცივოთ (ფირფიტები როდესაც გაცივდება
გახმება), დავკრემოთ კრემით, ბოლო ფენს კრემი არ წავუსვათ, მოვასხათ მხოლოდ
გლაზური. გავაჩეროთ 1 ღამით, რათა დარბილდეს.
კრემის მომზადება:
ფქვილს დავამატოთ შაქარი და
კარგად ავურიოთ, შემდეგ დავამატოთ ცივი რძე, კარგად ავურიოთ, დავდგათ გაზქურაზე
(ნელ ცეცხლზე) და ვადუღოთ (დუღილის პერიოდში განუწყვეტლივ ვურიოთ) შესქელებამდე.
მომზადების შემდეგ გავაცივოთ, დავამატოთ მიქსერით ათქვეფილი კარაქი, ვანილი და
კვლავ ავთქვიფოთ მიქსერით ერთიანი მასის მიღებამდე.
მინანქარის (გლაზურის) მომზადება:
შაქარს დავამატოთ კაკო, რძე და წამოვადუღოთ, შემდეგ გადმოვდგათ გაზქურიდან,
ავურიოთ კარაქი და ვანილი. ცოტა გავაგრილოთ და შემდეგ მოვასხათ ნამცხვარს.
|