მწვანე სოუსი
მასალა:
ვაშლი 90–100გრ.
ოხრახუში 50–70გრ.
მცენარეული ზეთი 2ს/კ.
მარილი 1/3–1/2ჩ/კ.
ნიორი 3–4 კბილი
წყალი 2 ს/კ.
მარილი გემოვნებით.
მომზადება:
(ვაშლი უნდა იყოს მჟავე, თუ ტკბილ ვაშლს გამოვიყენებთ სოუსს უნდა
დავამატოთ ლიმონის წვენი). ვაშლი გავასუფთავოდ კანისგან, გული ამოვაჭრათ და
დავჭრათ პატარა ნაჭრებათ. ნიორი გავასუფთავოდ. ოხრახუშს მოვაცალოთ ფოთლები, ხოლო
ძირები გადავყაროთ (თუ ოხრახუშის ძირები რბილია შეგვიძლია გამოვიყენოთ ფოთლებთან
ერთად). ნიორი და ვაშლის ნაჭრები მოვათვსოთ ბლენდერში, დავასხათ ზეთი, წყალი,
ჩავყაროთ მარილი და ავთქვიფოთ ერთიანი მასის მიღებამდე, შემდეგ ბლენდერში
დავამატოთ ოხრახუში და კვლავ ავთქვიფოთ ყველაფერი. თუ მასა არ აითქვიფება წყალი
კიდევ დავამატოთ. მომზადებული სოუსი შეგვიძლია გავიტანოთ ნებისმიერ კერძთან ერთად,
ასევე შეგვიძლია მოვასხათ თევზს, ხორცს და გამოვაცხოთ.
|