„მხიარული კვერცხი"
მასალა:
სოსისი 4–5ც.
ხახვი 1 თავი
პომიდორი 1ც.
ნახევარი ბულგარული წიწაკა
ტომატ–პასტა 1ს/კ.
კვერცხი 3–4ც.
გახეხილი ყველი 30–40გრ.
კამა, შავი პილპილი და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
სოსი დავჭრათ მრგვალდ და ცოტათი შევწვათ ტაფაზე ზეთში, შემდეგ
დავამატოთ ნახევარმთავრისებურად დაჭრილი ხახვი და ვთუშოთ 1 წუთი, შემდეგ
დავამატოთ, ტომატ–პასტა, მარილი, პილპილი, წვრილად დაჭრილი ბულგარული წიწაკა და
პომიდორი, ვთუშოთ 5 წუთი, შემდეგ მოვასხათ ათქვეფილი კვერცხი, მოვაყაროთ მარილი,
წიწაკა, გახეხილი ყველი და დავაფაროთ
ტაფაზე თავზე. მომზადების შემდეგ მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი კამა.
|