ხალვა მიწის თხილით
მასალა:
მზესუმზირა 150გრ.
შაქარი 40გრ.
მზესუმზირის ზეთი 30–40გრ.
სგუშონი 25–30გრ.
მიწის თხილი გემოვნებით.
მომზადება:
მზესუმზირა გავარჩიოთ და მოვხალოთ
მშრალ ტაფაზე, ნელ ცეცხლზე 20 წუთის განმავლობაში, შემდეგ დავაბლენდეროთ,
დავამტოთ შაქარი, ზეთი, სგუშონი და კვლავ დავაბლენდეროთ, შემდეგ დავამტოთ მიწის
თხილი და ისევ ბრთხილად ავურიოთ. მომზადებული მასა მოვათავსოთ მარლაზე (თუ მარლა
ძალიან თხელია დავაფაროთ რამოდენიმე ფენა), კარგად დავპრესოთ, მასას მივცეთ ბურითს
ფორმა და შევდოთ მაცივარში (საყინულეში) რამოდენიმე საათით.
|