ხაჭოს პეროგი ატმით
მასალა:
კვერცხი 2ც.
შაქარი 1 ჭიქა
ხაჭო 200გრ.
არაჟანი 200გრ.
ატამი 2ც.
სოდა 1 ჩ/კ.
ვანილი 1ც.
პურის ფქვილი იმ
რაოდენობით რომ ცომს ჰქონდეს სქელი არაჟნის კონსისტენცია.
მომზადება:
კვერცხი ავთქვიფოთ
შაქართან ერთად მიქსერით, დავამატოთ ხაჭო, არაჟანი, სოდა, ვანილი, პურის ფქვილი და
კარგად ავურიოთ (ცომს უნდა ჰქონდეს სქელი არაჟნის კონსისტენცია), შემდეგ დავამატოთ
კანგაცლილი, კუბიკებად დაჭრილი ატამი, ავურიოთ, მომზადებული ცომი დავასხათ
პერგამენტდაფარებულ, ცხიმწასმულ გამოსაცხობ ფორმაზე და გამოვაცხოთ აირღუმელში.
|