ქათმის გულები სოკოთი
მასალა:
ქათმის გული 500გრ.
სოკო (ქამა) 400გრ.
ხახვი 1–2 თავი
არაჟანი 1 ს/კ.
წიწაკა და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ქათმის გულები გავრეცხოთ, ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ წყალი, დავდგათ
გაზქურაზე და ვხარშოთ 20 წუთი. სოკო დავჭრათ წვრილად და ვთუშოთ 30 წუთის
განმავლობაში. მოხარშული ქათმის გულები მოვათავსოთ ცხიმდასხმულ ტაფაზე, დავამატოთ
მოთუშული სოკო, წვრილად დაჭრილი ხახვი, მოვაყაროთ წიწაკა, მარილი, ვთუშოთ ცოტა
ხანი, მომზადების ბოლოს დავამატოთ არაჟანი და კარგად ავურიოთ.
|