ქადა (ქუთაისურად)
მასალა:
ცომი:
გაცრილი პურის ფქვილი 1,5 კგ.
მარგარინი 500გრ.
მაწონი 500გრ.
სოდა 2 ჩ/კ.
შიგთავსი:
შაქარი 650გრ.
პურის ფქვილი 500გრ.
კარაქი 100გრ.
ვანილი გემოვნებით.
ქიშმიში 250გრ.
წასასმელად:
კვერცხი 4ც.
მაწონი 1 ჩ/კ.
მომზადება:
ცომის მომზადება:
მარგარინი დავაქუცმაცოთ დანით, (მარგარინი დარბილებული არ უნდა იყოს)
დავამატო ფქვილი და კარგად ავურიოთ ხელით, შემდეგ დავამატოთ მაწონი (მაწონში
წინასწარ გადავურიოთ სოდა) და კვლავ ვზილოთ ცომი. ცომი უნდა გამოვიდეს რბილი და არ
ეკვრებოდეს ხელებს თუ ეკვრება დავამატოთ ცოტა ფქვილი. მომზადებული ცომი გავყოთ 4
ტოლ ნაწილად, თითოეული ცომის ნაწილი დავამრგვალოთ, შევახვიოთ ცელოფანში და შევდგათ მაცივარში 20
წუთით. 20 წუთის შემდეგ ცომის ერთი ნაწილი გამოვიღოთ მაცივრიდან, გავაბრტყელოთ
თხლად, მთლიან ზედაპირზე წავუსვათ 3–4 ს/კ. ათქვეფილი კვერცხის ცილა, მოვაყაროთ ქიშმიში,
შემდეგ ცომის ზედაპირზე თანაბრად გადავანაწილოთ ორი მუჭა (ან მეტი) შიგთავსი,
გადავახვიოთ რულეტისებურად (დანარჩენი 3 ცომიც ასევე მოვამზადოთ) და დავჭრათ
რულეტები სასურველი ზომის ნაჭრებად, თითოეული ნაჭერი მოვათავსოთ გამოსაცხობ ფორმაზე, თავზე წავუსვათ
მომზადებული მაწვნიანი მასა, შევდგათ 180*
ტემპერატურაზე გაცხელებულ აირღუმელში და ვაცხოთ 30 წუთის განმავლობაში.
შიგთავსის მომზადება:
ფქვილს ავურიოთ შაქარი, დავამატოთ გამდნარი კარქი, ვანილი, კარგად
ავურიოთ და შიგთავსი მზადაა.
წასასმელად:
კვერცხის ცილა და გული განვაცალკევოთ ერთმანეთისგან. კვერცხის ცილა
ავთქვიფოთ მიქსერით გათეთრებამდე. კვერცხის გულს (ყვითრს) დავამატოთ მაწონი და
კარგად ავურიოთ.
|