კვერცხის და ხახვის პერაშკები
მასალა:
ცომი:
პურის ფქვილი რასაც შეიზელს
შაქარი 40გრ.
მარგარინი 20გრ.
კვერცხი 2ც.
მარილი 10გრ.
საფუარი (დროჟი) 20გრ.
წყალი 332მლ.
შიგთავსი:
მწვანე ხახვი 1 კონა
მოხარშული კვერცხი 4ც.
კარაქი 100გრ.
ზეთი შესაწვავად
მარილი გემოვნებით.
მომზადება:
კვერცხი ავთქვიფოთ, დავამატოთ გამდნარი მარგარინი, თბილი წყალი,
მარილი, საფუარი, შაქარი, პურის ფქვილი და მოვზილოთ ცომი. მომზადებული ცომი
დავდგათ თბილ ადგილზე ამოსასვლელად. მომზადებული ცომი დავყოთ პატარა ნაწილებად,
გავაბრტყელოთ, თითოეულში მოვათავსოთ მომზადებული შიგთავსი, მივცეთ პერაშკის ფორმა
და შევწვათ ზეთში ორივე მხრიდან.
შიგთავსის მომზადება:
მოხარშული კვერცხი დავჭრათ კუბიკებად, დავამატოთ წვრილად დაჭრილი
ხახვი, მოვაყაროთ მარილი, დავასხათ გამდნარი კარაქი და კარგად ავურიოთ.
|