კობრი აფხაზურად
მასალა:
თევზი (კობრი) 1–2ც.
დაფქვილი ცხარე წიწაკა ან აჯიკა, ზეთი, ლიმონის წვენი და მარილი
გემოვნებით.
მომზადება:
თევზი გავასუფთავოდ და გავრეცხოთ. ჯამში ჩავყაროთ ცხარე წიწაკა ან
აჯიკა, დავასხათ ზეთი და კარგად ავურიოთ, შემდეგ მომზადებულ მასაში ამოვავლოთ
თევზი ორივე მხრიდან, დავდოთ გაცხელებულ ტაფაზე (ტაფაზე ზეთი არ დავასხათ) და
შევწვათ. შემწვარ თევზს მოვაყაროთ მარილი და მოვასხათ ლიმონის წვენი.
|