კლასიკური იტალიური
პიცის ცომი
მასალა:
პურის ფქვილი 1 ჭიქა
საფუარი (დროჟი) 1 ჩ/კ.
თბილი წყალი 0,5 ჭიქა
ზეთი 1 ს/კ.
მარილი დანის წვერით.
მომზადება:
წყალს დავამატოთ
საფუარი, ზეთი და მარილი. შემდეგ ნელ–ნელა დავამატოთ ფქვილი და მოვზილოთ ცომი.
მომზადებული ცომი მოვათავსოთ ჯამზე, წავუსვათ ზეთი, დავაფაროთ ტილო და დავდგათ თბილ ადგილზე 40 წუთი,
სანამ ცომი არ გაიზრდება 2–ჯერ, შემდეგ ცომი გადავზილოთ 2 წუთის განმავლობაში.
გავაბრტყელოთ და მოვათავსოთ ცხიმწასმულ გამოსაცხობ ფორმაზე. წავუსვათ ზეთი და
მოვაწყოთ ნებისმიერი ინგრედიენტი.
|