კიტრის მწნილი
მასალა:
კიტრი (რაც შეიძლება პატარები) 1კგ.
ნიორი 1–2 თავი
ცხარე მწვანე (ან წითელი) წიწაკა 3–4ც.
ნიახური 1 დიდი კონა
კამა 1 კონა
ალუბლის ბოთლები 2–3 ტოტი
დაფნის ფოთოლი 2–3ც.
ძმარი 1 ს/კ.
მარილი და წყალი გემოვნებით (წყალი უნდა გავაკეთოთ მლაშე, ენაზე უნდა
ბწკენდეს მარილი).
მომზადება:
კიტრი გავრეცხოთ. ქილაში ჩავდოთ გარეცხილი ნიახური, კამა, ნიორი,
წიწაკა, ალუბლის ფოთოლი, დაფნის ფოთოლი და ჩავაწყოთ კიტრი, შემდეგ ისევ დავაწყოთ
ნიახური, კამა, ნიორი, წიწაკა, ალუბლის ფოთოლი, დაფნის ფოთოლი და ისევ ჩავასყოთ
კიტრი, ბოლოსაც ესე გავაკეთოთ და დავასხათ მარილწყალი პირამდე, მოვასხათ 1 ს/კ.
ძმარი, დავახუროთ ცელოიდის თავსახური და შევინახოთ გრილ ადგილას.
|