კარტოფილის რგოლები
მასალა:
კარტოფილი 400გრ.
ხაჭო 400გრ.
კვერცხი 4ც.
პურის ფქვილი 3 ს/კ. + 1 ს/კ. გამაფხვიერებელი
არაჟანი, პილპილი და მარილი გემოვნებით
დაფქვილი ორცხობილა (სუხარი) ამოსავლებად.
მომზადება:
კარტოფილი მოვხარშოთ და ჩავჭყლიტოთ, დავამატოთ ხაჭო, კვერცხი, პურის
ფქვილი გამაფხვიერებელით, მოვაყაროთ პილპილი, მარილი და კარგად მოვურიოთ. მიღებული
მასისგან გავაკეთოთ პატარა ბურთები და დავაწყოთ სუხარმოყრილ გამოსაცხობ ფორმაზე,
გამოვაცხოთ გაცხელებულ აირღუმელში. სუფრაზე გავიტანოთ არაჟანთან ერთად.
|