კარტოფილის პონჩიკები
სოსისით
მასალა:
ცომი:
პურის ფქვილი 600გრ.
შაქარი 2 ს/კ.
კარაქი ან მარგარინი 2 ს/კ.
კვერცხი 2ც.
საფუარი (დროჟი) 30გრ.
წყალი ან რძე 1 ჭიქა
მარილი 1ჩ/კ.
შიგთავსი:
კარტოფილი 1კგ.
სარდელი 5ც.
პილპილი და მარილი გემოვნებით.
ზეთი შესაწვავად.
მომზადება:
საფუარი გავძრათ თბილ წყალში, დავამატოთ შაქარი, მარილი კარგად
ავურიოთ, დავამატოთ კვერცხი, ფქვილი და მოვზილოთ ცომი, ბოლოს დავამატოთ დარბილებული
კარაქი (ან ზეთი) გადავზილოთ, დავაფაროთ ტილო და დავდგათ თბილ ადგილზე 3–4 საათით
ამოსასვლელად. (ამოსვლის პეროდში ცომი გადავზილოთ 2–ჯერ, პირველად 1–1,5 საათის
შემდეგ, ხოლო მეორედ 2 საათის შემდეგ). სარდელი მოვხარშოთ და დავჭრათ კუბიკებად.
კარტოფილი გავასუფთავოთ, მოვხარშოთ, გავაკეთოთ პიურე, დავამატოთ დაჭრილი სარდელი,
მოვაყაროთ მარილი, პილპილი და კარგად ავურიოთ. მომზადებული ცომი დავყოთ ნაწილებად,
თითოეულ ნაწილში მოვათავსოთ მომზადებული შიგთავსი, შევახვიოთ და შევწვათ ტაფაზე ან
ქვაბში დიდი რაოდენობით ზეთში.
|