კარტოფილის პონჩიკები
მასალა:
მოხარშული კარტოფილი 600გრ.
კვერცხი 2ც.
არაჟანი 2 ს/კ.
პურის ფქვილი 100გრ.
საფუარი 10გრ.
ზეთი შესაწვავად
დაფქვილი წიწაკა და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
მოხარშული (თბილი) კარტოფილი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში,
დავამატოთ კვერცხი, პურის ფქვილი, არაჟანი საფუარში გახსნილი, მარილი, წიწაკა და
კარგად ავურიოთ. მიღებული მასასგან გავაკეთოთ პატარა რგოლები და შევწვათ დიდი
რაოდენობის ზეთში. მომზადების შემდეგ მოვაყაროთ წვრიალ დაჭრილი ნიორი და ქინძი.
|