კარტოფილის მწვადი
მასალა:
ახალი კარტოფილი 12 თავი
სალა 12 ნაჭერი
შავი პილპილი და მარილი
გემოვნებით.
მომზადება:
კარტოფილი კარგად
გავრეცხოთ, მოვაყაროთ მარილი და პილპილი, შემდეგ ავაცვათ პატარა ჯოხებზე, ჯერ
კარტოფილი, შემდეგ სალა, ისევ კარტოფილი, სალა და ასევე გავიმეოროთ რამოდენიმეჯერ,
კარტოფილი დანით დავსეროთ რამოდენიმე ადგილზე, ჭრილებში მოვაყაროთ მარილი, პილპილი
და მოვათავსოთ გამოსაცხობ ფორმაზე, შემდეგ დავაფაროთ ფოლგა და შევდგათ 180*
ტემპერატურაზე გაცხელებულ აირღუმელში 30 წუთით, შემდეგ ფოლგა მოვაცალოთ, კარტოფილი
გადავაბრუნოთ და გავაჩეროთ 10–15 წუთი, ტემპერატურას ცოტა დავუწიოთ. მომზადების
შემდეგ გავაფორმოთ მწვანილით.
|