გამომცხვარი პური ყველით და ნივრით
მასალა:
პური (ბატონი) 1ც.
ყველი 100გრ.
კარაქი 100გრ.
ნიორი 2 კბილი
ოხრახუში და კამა გემოვნებით.
მომზადება:
ყველი გავხეხოთ, დავამატოთ დანაყილი ნიორი, დარბილებული კარაქი,
წვრილად დაჭრილი მწვანილები და კარგად ავურიოთ. პური ჩავჭრათ რამოდენიმე ადგილზე
(ბოლომდე არა), ჭრილები ამოვავსოთ მომზადებული შიგთავსით, შემდეგ პური შევახვიოთ
ფოლგაში, დავდოთ გამოსაცხობ ფორმაზე და გამოვაცხოთ 200* ტემპერატურაზე გაცხელებულ
აირღუმელში 20 წუთი, შემდეგ ფოლგა გავხსნათ და გავაჩეროთ კიდევ 5 წუთით რათა პური
ცოტათი მოიბრაწოს.
|