ძროხის ხორცი ყველით
მასალა:
ძროხის ხორცი 1კგ.
ყველი 150გრ.
მცენარეული ზეთი 1ს/კ.
ხახვი 1–2 თავი
პურის ფქვილი 1ს/კ.
კვერცხის გული (ყვითრი) 2ც.
არაჟანი 1,5 ჭიქა
ბულიონი 1 ჭიქა
მარილი და წიწაკა გემოვნებით.
მომზადება:
ძროხის ხორცის ნაჭერი მოვხარშოთ (დუღილის დროს წარმოქმნილი ქაფი
მოვხადოთ), შემდეგ ხორცი ამოვიღოთ ბულიონიდან (1 ჭიქა ბულიონი შევინახოთ), დავჭრათ
საშუალო ზომის ნაჭრებად და მოვათავსოთ ტაფაზე ან გამოსაცხობ ფორმაზე. ხახვი
დავჭრათ წვრილად და შევწვათ 1 ს/კ. ზეთში, შემდეგ დავამატოთ ფქვილი და კვლავ ვწვათ
1–2 წუთის განმავლობაში. არაჟანი გავხსნათ ბულიონში, დავასხათ ხახვიან მასას, წამოვადუღოთ,
დავამატოთ ათქვეფილი კვერცხის გული, მოვაყაროთ წიწაკა, მარილი და კარგად ავურიოთ,
მომზადებული სოუსი მოვასხათ დაჭრილ ხორცს, მოვაყაროთ გახეხილი ყველი და შევდგათ
გაცხელებულ აირღუმელში 50 წუთით 220* ტემპერატურაზე.
|